მსოფლიო ლიდერები ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის საკითხს განიხილავენ

დღეს, საფრანგეთისა და საუდის არაბეთის მოწვევით, მსოფლიოს ქვეყნების ათობით ლიდერი ნიუ-იორკში შეიკრიბებადა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გაერო-ში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა განაცხადა, რომ ისრაელი და შეერთებული შტატები სამიტს ბოიკოტს გამოუცხადებენ და რომ დაგეგმილი ღონისძიება „ცირკია“.

„არ ვფიქრობთ, რომ ეს სასარგებლოა. ვფიქრობთ, რომ ეს, სინამდვილეში, ტერორიზმის დაჯილდოებაა“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ისრაელი, საპასუხო ნაბიჯად, ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ნაწილის ანექსიას, ასევე პარიზის წინააღმდეგ კონკრეტულ ორმხრივ ზომებს განიხილავს. აშშ-ის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ მათ, ვინც ისრაელის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, შედეგები დაემუქრებათ.

სამიტამდე ერთი დღით ადრე, გუშინ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარეს. დღეს, სავარაუდოდ, ოფიციალური აღიარების შესახებ განაცხადებენ საფრანგეთი და კიდევ ხუთი სახელმწიფო.

შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიმდინარე თვეში შვიდგვერდიანი დეკლარაცია დაამტკიცა, რომელშიც ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტისკენ მიმართული „ხელშესახები, დროში გაწერილი და შეუქცევადი ნაბიჯებია“ განსაზღვრული, ამასთანავე, დაგმო „ჰამასი“ და მას დანებებისა და განიარაღებისკენ მოუწოდა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია