კახა კალაძე - ვიღაცებს წარმოუდგენიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ, შეუძლიათ სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ - არავის დაავიწყდეს, რომ საქართველო უდიდესი კულტურის და ტრადიციების ქვეყანაა

ვიღაცებს ჰგონიათ, რომ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა ჩვეულებრივი რამაა, რეალურად კი, როდესაც თავად აწყდებიან იმავე პრობლემას, მაშინვე გამოხტებიან და საუბრობენ იმაზე, თუ როგორ არ შეიძლება სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, სადაც ის აშშ-ის ელჩს საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევასა და ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს.

კალაძის თქმით, აღნიშნული ორმაგი სტანდარტია.

„ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ხომ იცით, ვიღაცებს წარმოუდგენიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ. იმის, რომ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. ეს ჩვეულებრივი რამ ჰგონიათ. რეალურად, როდესაც თავად აწყდებიან იმავე პრობლემას, მაშინვე გამოხტებიან და საუბრობენ იმაზე, თუ როგორ არ შეიძლება სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობენ ეს ადამიანები და როგორი დამოკიდებულება აქვთ სხვადასხვა ქვეყნის მიმართ, პატარა ქვეყნების მიმართ, ისეთის, როგორიც საქართველოა. არავის დაავიწყდეს, რომ საქართველო უდიდესი კულტურის, უდიდესი ტრადიციებისა და წარსულის მქონე ქვეყანაა, რითაც ვამაყობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს