კახა კალაძე - ის სქემა გაშიფრულია, რომლითაც, „ენჯეო“ სექტორის გავლით შემოსული თანხები რევოლუციების მოწყობის, საზოგადოების გახლეჩისა და გადატრიალების მცდელობას ხმარდებოდა - ახლა უნივერსიტეტების გავლით დაიწყეს თანხების შემოტანა

ის სქემა უკვე გაშიფრულია, რომლის მიხედვითაც, „ენჯეო“ სექტორის გავლით შემოსული თანხები რევოლუციების მოწყობის, საზოგადოების გახლეჩისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ხმარდებოდა - ახლა უკვე უნივერსიტეტების გავლით დაიწყეს თანხების შემოტანა, თუმცა ყველაფერს მიეხედება, - ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „იმედის კვირის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საპროტესტო აქციებს საქართველოს უნივერსიტეტი და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი აფინანსებენ.

კალაძის თქმით, „ბაჩიაშვილის მხრიდან აქციების დაფინანსება, სიახლე არ არის“.

„ის სქემა უკვე გაშიფრულია, რომლის მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაციების, „ენჯეო“ სექტორის გავლით შემოსული თანხები რევოლუციების მოწყობის მცდელობას, საზოგადოების გახლეჩის მცდელობასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ხმარდებოდა. ეს სქემა მთლიანად გაშიფრულია. ახლა უკვე უნივერსიტეტების გავლით დაიწყეს თანხების შემოტანა, თუმცა ყველაფერს მიეხედება. ყველაფერს კანონის ფარგლებში გაეცემა პასუხი.

[ბაჩიაშვილის მხრიდან აქციების დაფინანსება] სიახლე არ არის. თვითონაც არ უარყოფდა. თავიდან ბოლომდე იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ამით ცდილობდა, რომ თავისი დანაშაული როგორმე გადაეფარა“,- განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძე გამოეხმაურა, ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას და აღნიშნა, რომ „არაფერი არ მოხდება, 4 ოქტომბერს ერთადერთი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას ვიზეიმებთ, რაც ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის გამარჯვება იქნება“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს