პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო და განაჩენით, 4 მილიონი ლარის ქონება ჩამოერთვათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სამი პირი დამნაშავედ ცნო. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში 2022 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ამოღებულია დანაშაულში მონაწილე პირთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, ასევე, დაყადაღდა მათ საკუთრებაში არსებული ძვირად ღირებული უძრავი ქონებები.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების განმარტებით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა დანაშაულის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომლის კუთვნილი აქტივებიც პროკურატურამ ამოიღო და დააყადაღა, დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობისა და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების მისი ინტერესების შესაბამისად დასრულების ცრუ დაპირებით, ეტაპობრივად, მოტყუებით გამოართვეს 2 460 000 აშშ დოლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ურთიერთშორის გაინაწილეს.

შემდგომში ფულის გათეთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებული თანხების დანაწევრებით და მათი უკანონო წარმომავლობის შენიღბვით, მსჯავრდებულებმა ოჯახის წევრების და ნათესავების სახელზე ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები შეიძინეს, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელეს.

პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ პირებს, სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

განაჩენით, მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ დაახლოებით 4 მილიონი ლარის ღირებულების უკანონოდ მოპოვებული აქტივები, თანხა და უძრავ-მოძრავი ქონება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის