ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დასავლეთ სანაპიროს ნაწილის ანექსიასთან დაკავშირებით ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს ნათლად განვუცხადე, რომ ეს არ უნდა გააკეთონ

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ივეტ კუპერის ინფორმაციით, მან ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს განუცხადა, რომ ისრაელმა არ უნდა მოახდინოს დასავლეთ სანაპიროს ნაწილების ანექსია გაერთიანებული სამეფოს მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების საპასუხოდ.

„ნათლად განვუცხადე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ მათ ეს არ უნდა გააკეთონ“, - განაცხადა კუპერმა BBC-სთან ინტერვიუში, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად შეშფოთებულები არიან იმით, რომ ისრაელმა, შესაძლოა, მათი მხრიდან პალესტინის სახელმწიფოს აღიარება დასავლეთ სანაპიროს ნაწილის ანექსირების საბაბად გამოიყენოს.

„ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება როგორც ისრაელის, ასევე პალესტინელების უსაფრთხოების პატივისცემის საუკეთესო გზაა. საქმე მშვიდობისა და სამართლიანობის დაცვას და, რაც მთავარია, ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებას ეხება და ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველასთან რეგიონში, რათა შევძლოთ ამის გაკეთება“, - განაცხადა კუპერმა BBC-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ექსტრემისტები ორივე მხრიდან ცდილობენ უარი თქვან კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის ნებისმიერ პერსპექტივაზე.

„ყველაზე ადვილი იქნებოდა უბრალოდ წასვლა და იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია. უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ეს არასწორია, როდესაც ასეთ განადგურებას, ასეთი ტანჯვას ვხედავთ. ისევე, როგორც ვაღიარებთ ისრაელს, ისრაელის სახელმწიფოს, ასევე უნდა ვაღიაროთ პალესტინელების უფლება, ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გუშინ, გაერთიანებულმა სამეფომ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა. გუშინვე, აღიარების შესახებ განცხადებები გააკეთეს კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამაც. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაგმო ეს ნაბიჯები და განაცხადა, რომ ეს „ტერორიზმისთვის უზარმაზარი ჯილდოა“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო