ირაკლი ნადირაძე - ჩვენს გვერდით არიან მაგარი, ვაჟკაცი, პატრიოტი ბიჭები და ყველა ერთად აუცილებლად მშვიდობიანად დავამარცხებთ რუს ოლიგარქ ივანიშვილს - 4 ოქტომბერს ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი

ჩვენს გვერდით არიან მაგარი, ვაჟკაცი, პატრიოტი ბიჭები და ყველა ერთად აუცილებლად მშვიდობიანად დავამარცხებთ რუს ოლიგარქ ივანიშვილს, ამიტომ 4 ოქტომბერს ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ემიგრაციაში მყოფი ვეტერანი სამხედროების მოწოდებაზე.

მისი თქმით, 4 ოქტომბერი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე.

„განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციური იყო იმ ადამიანებისგან სოლიდარობის და მხარდაჭერის მოსმენა, ვინც თავისი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე ყოველთვის მზად იყო, რომ საქართველოსთვის ნასროლი ტყვიისთვის საკუთარი მკერდი შეეშვირათ. უნდა იცოდეს ჩვენმა მოქალაქეებმა, ვინც 4 ოქტომბერს იქნებიან რუსთაველზე, ჩვენ ვიქნებით ასობით ათასი, ჩვენ ვართ ბევრი, ჩვენს გვერდით არიან ასეთი მაგარი, ვაჟკაცი, პატრიოტი ბიჭები და ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად მშვიდობიანად დავამარცხებთ რუს ოლიგარქ ივანიშვილს, ამიტომ 4 ოქტომბერს ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. 4 ოქტომბერი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე ამ მაგარ პატრიოტ ბიჭებთან“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ემიგრაციაში მყოფი ვეტერანებმა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს მიმართეს მოწოდებით, შეასრულონ ფიცი, ემსახურონ საქართველოს და არა ხელისუფლებას.

ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი შაიშმელაშვილმა გაავრცელა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს