ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურის საქმეზე კიდევ რამდენიმე მოწმე დაიკითხა

ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურის მეგობრის, ილია სამიტაშვილის ჩვენებით, მას უძილაურმა მკვლელობის შემდეგ დახმარება სთხოვა, მაგრამ უარი უთხრა.

როგორც მან სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, უძილაური მასთან სამსახურში მივიდა და ღამის გასათევი ადგილი სთხოვა, მან კი პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, უარი განუცხადა.

„დაახლოებით, 20:00-21:00 საათი იქნებოდა, სამსახურთან [ხინკლის სახლი] მოვიდა, დახმარება მთხოვა, ღამის გათენება უნდოდა და უარი ვუთხარი. ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება, ვერ დაგეხმარები-მეთქი. მე ვერანაირ დახმარებას ვერ გავუწევდი“, - განაცხადა მოწმემ.

მანამდე კი სასამართლოში კიდევ ერთმა პირმა, ტაქსის მძღოლმა - ლაშა ღონღაძემ მისცა ჩვენება, რომელმაც გელა უძილაური მკვლელობის შემდეგ, აღმაშენებლის ხეივნიდან, სასტუმროდან ჯერ გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის ბრალდებულ მამუკა ბაღდავაძესთან მიიყვანა, შემდეგ კი, ხინკლის სახლთან.

„რამდენიმე ადგილზე უნდოდა გაჩერება, ტარიფი ძალიან დაბალი იყო და ვთხოვე, შეკვეთა გაეუქმებინა და ისე წავიყვანდი. მიპასუხა, რომ მას ეს არ შეეძლო რადგან სხვამ გამოუძახა ტაქსი. როცა ადგილზე მივიყვანე, იქ არავინ დახვდა, ამიტომ შევიდა შენობაში, მეც ავყევი მეორე სართულზე, სადაც დაგვხვდა ორი კაცი და ერთი ქალი, რომლებმაც მოგვცეს ვინმე მამუკას [ბაღდავაძე] ნომერი“, - განაცხადა მოწმემ.

ამ წუთებში სასამართლოში ჩვენებას ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი აძლევს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის