თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - „ხუთშაბათის შეხვედრები“ გრძელდება

პანელური დისკუსიების სერია - „ხუთშაბათის შეხვედრები“ ბრუნდება. ახალი სეზონის პირველი შეხვედრა 25 სექტემბერს, 20:00 საათზე, ,,ლოლიტაში” გაიმართება, თემაზე - “youtube - ბიზნესი ბიზნესებისთვის“.

მრგვალი მაგიდის გარშემო ამჯერად, გიორგი კალატოზი (იუთუბერი), ნინუცა ორჯონიკიძე (იუთუბერი) და სალომე ყალიჩავა („სეტანტას“ Community Impact Head) შეიკრიბებიან.

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერები ისაუბრებენ ქართული იუთუბის ეკოსისტემაზე. რა ბიზნესმიდგომები მუშაობს, როგორ ხდება კონტენტის მონეტიზაცია და რა ღირებულებას უქმნის იუთუბი ბრენდებს.

სპიკერები საკუთარი გამოცდილების მაგალითზე ახალი არხების ათვისების მნიშვნელობაზე, კონტენტის ხარისხსა და თანამედროვე ბიზნესმოდელებზე ისაუბრებენ.

თიბისი ბიზნესის „ხუთშაბათის შეხვედრების“ მიზანია, წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაციები და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე.

ღონისძიებაზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ბმულზე: https://forms.office.com/e/m8DnG4Zq3B .

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

(R)

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!