ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, გელა უძილაური დუმილის დარღვევას გეგმავს

ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაური დუმილის უფლებას დაარღვევს.

უძილაურის ალაპარაკება მისმა ადვოკატმა გიორგი გამხიტაშვილმა ჟურნალისტებთან დააანონსა.

დაადებს თუ არა რომელიმე ბრალდებულს უძილაური

ხელს, ეს ჯერ უცნობია, ვინაიდან ის ამ დროის ჩათვლით დუმილის უფლებით სარგებლობს.

„ბრალდების მხარის არაერთი მოწმე დაიკითხა, თუმცა, მოწმეებს არ დაუდასტურებიათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიერ მკვლელობის ჩადენის ფაქტი. დღემდე, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება აღნიშნული ფაქტი“, - აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, თუ რატომ ცდილობდა მკვლელობის შემდეგ უძილაური ახლა უკვე ბრალდებულ გიორგი ჯოხაძესთან დაკავშირებას და რატომ ეძებდა ის მამუკა ბაღდავაძეს, სწორედ აღნიშნულის საპასუხოდა განაცხადა ადვოკატმა, უძილაური ყველა კითხვაზე თავად გასცემს პასუხს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, შესაბამისად, ის გარკვეულ ეტაპზე დააფიქსირებს თავის პოზიციას და ყველაფერს გაიგებთ. ყველა კითხვაზე თვითონ გასცემს პასუხს - ის დუმილის უფლებას დაარღვევს“, - განაცხადა გამხიტაშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.

შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო