საბა ბუაძე - ირკვევა, რომ „ფიზკულტურის ინსტიტუტის“ ადგილზე ნოშიკო ნამორაძის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი შეიცვალა და სართულების და კოეფიციენტის მატების პრივილეგიით აღარ ისარგებლებს

ურბანულ კომისიაზე ირკვევა, რომ „ფიზკულტურის ინსტიტუტის“ ადგილზე ნოშიკო ნამორაძის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი შეიცვალა და სართულების და კოეფიციენტის მატების პრივილეგიით აღარ ისარგებლებს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ალბათ, გახსოვთ, „ბიზნესის თავისუფლად სუნთქვაზე“ მოსაუბრე ბიზნესმენი ნამორაძე, რომელმაც მედიის ინფორმაციით ქვეყანა დატოვა.

დღეს ურბანულ კომისიაზე ირკვევა, რომ „ფიზკულტურის ინსტიტუტის“ ადგილზე მისი ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი შეიცვალა და სართულების და კოეფიციენტის მატების პრივილეგიით აღარ ისარგებლებს და ნაყიდ კოეფიციენს ფაქტიურად უკან დააბრუნებს (რაც ასეთ ტერიტორიებზე უდიდესი იშვიათობაა). სამაგიეროდ, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება შეიცვალა და ჭავჭავაძის ნაცვლად, სპორტის უნივერსიტეტის კომპლექსს დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ააშენებს“, - წერს საბა ბუაძე „ფეისბუქზე“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს