ირაკლი კობახიძე - ვახტანგ გომელაურს დღეს არავითარი ფუნქცია არ აქვს პოლიტიკურ გუნდში - ჭორაობაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ

ჭორაობაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ვახტანგ გომელაურს დღეს არავითარი ფუნქცია არ აქვს პოლიტიკურ გუნდში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვახტანგ გომელაურის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გომელაური არ არის ჩართული არც პოლიტიკური გუნდის და არც ხელისუფლების საქმიანობაში.

„როგორც მოგეხსენებათ, მან მიიღო გადაწყვეტილება გუნდის დატოვების თაობაზე, შესაბამისად, არავითარი ფორმით არ არის ჩართული არც პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში და არც ხელისუფლების საქმიანობაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პრემიერ ირაკლი კობახიძესა და სუს-ის ხელმძღვანელს მამუკა მდინარაძეს „მაკონტროლებლად დაუნიშნა“.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს