ირაკლი კობახიძე - ელჩები, მათ შორის ევროპელი ელჩები სისტემატურად არღვევდნენ ვენის კონვენციას, საერთაშორისო სამართლის წესებს და უხეშად იჭრებოდნენ ქართულ პოლიტიკაში - ამ ფონზე, პრეზიდენტ მაკრონის განცხადება ძალიან საინტერესოა

ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ელჩები, მათ შორის ევროპელი ელჩები სისტემატურად არღვევდნენ ვენის კონვენციას, საერთაშორისო სამართლის წესებს და უხეშად იჭრებოდნენ ქართულ პოლიტიკაში - ამ ფონზე, პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, სადაც ის აშშ-ის ელჩს საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევასა და ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც მან აღნიშნა, უნდა დასრულდეს ის მდგომარეობა, როცა სხვადასხვა ქვეყნის ელჩი, მათ შორის ევროპელი ელჩები ხშირად და ძალიან უხეშად არღვევენ ვენის კონვენციას.

“ეს არის ძალიან საინტერესო განცხადება. ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ ელჩები, მათ შორის ევროპელი ელჩები სისტემატურად არღვევდნენ ვენის კონვენციას, საერთაშორისო სამართლის წესებს და უხეშად იჭრებოდნენ ქართულ პოლიტიკაში. ეს ჩარევები ყველასთვის იყო აბსოლუტურად ცხადი. როდესაც ჩვენ, თავის დროზე ვაკეთებდით განცხადებებს ამ თემასთან დაკავშირებით, იყო ნულოვანი რეაგირება. ამ ფონზე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო. მათ შორის, გავიხსენებ, რომ საფრანგეთის არაერთი ელჩი წარსულშიც აკეთებდა უხეშ განცხადებებს, რითაც ირღვეოდა ვენის კონვენცია. იმედი მაქვს, რომ ეს სტანდარტები შეიცვლება და იმედი მაქვს, რომ ორმაგი სტანდარტებიდან დავუბრუნდებით ჯანსაღ სტანდარტებს. თუ ასეთი ტენდენციები გაჩნდება, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, ჯერჯერობით, ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩი, მათ შორის ევროპელი ელჩები ძალიან ხშირად და თან ძალიან უხეშად არღვევენ ვენის კონვენციას. ეს უნდა დასრულდეს. ეს არის პირველ რიგში იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ევროკავშირის და ევროპული სტრუქტურების, ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის