ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ისაუბრებს ეროვნულ ინტერესებზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი ამერიკაში ვიზიტისას ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ისაუბრებს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ - მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველოს პრეზიდენტი რაზე ისაუბრებს, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტი. ყოველთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილიც ისაუბრებს ეროვნულ ინტერესებზე“, - აცხადებს კობახიძე.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი