ირაკლი კობახიძე - გახარია და პოლიტიკური კორუფცია ძალიან ახლოს მდგარი ცნებებია - ასეთ ფონზე არც სხვა ტიპის კორუფცია არ გამიკვირდებოდა, თუმცა უნდა დაველოდოთ გამოძიებას

გახარია და პოლიტიკური კორუფცია ძალიან ახლოს მდგარი ცნებებია - ასეთ ფონზე არც სხვა ტიპის კორუფცია არ გამიკვირდებოდა, თუმცა უნდა დაველოდოთ გამოძიებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ქონებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, გიორგი გახარია გარე დაკვეთებს ასრულებს.

„ზოგადად, გახარია და კორუფცია ძალიან ახლოს მდგარი ცნებებია. პირველ რიგში, ვგულისხმობ პოლიტიკურ კორუფციას. ეს ადამიანი ემსახურება არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ გარე დაკვეთებს ასრულებს. ეს არის სხვა არაფერი თუ არა პოლიტიკური კორუფცია. ასეთ ფონზე არც სხვა ტიპის კორუფცია არ გამიკვირდებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. არ მაქვს უფლებამოსილება, რომ ასეთ საკითხებზე პოლიტიკური კომენტარი გავაკეთო,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ელის, თუ არა რომ კორუფცია ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც გამოვლინდება, პრემიერი პასუხობს, რომ „ეჭვები შეიძლება მხოლოდ გამოძიებას ჰქონდეს“.

„რაც შეეხება დაჭერებს - ეს არ არის საქართველოს მთავრობის პრეროგატივა, ეს არის სამართალდამცავი სტრუქტურების პრეროგატივა. თუ რაიმე კითხვები გექნებათ კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის უწყებას. მე ვერავისზე ვერავითარი ეჭვი ვერ მექნება. ეჭვები შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ გამოძიებას და მიმართეთ მას ყველა თემასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ხელისუფლება პრინციპულია.

„ოპოზიცია ტრაგიკულად უყურებს ჩვენს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. მუდმივად აკეთებენ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს არის მოჩვენებითი ბრძოლა. ამ დროს, თქვენ ხედავთ ფაქტებს. ფაქტი არის, რომ მთავრობის ყველა აქტი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ყველას მოვუწოდებთ, ჩახედონ აქტებს, რომელიც გამოიცა ამ ერთ წლის განმავლობაში და თუ სადმე კითხვის ნიშანი ექნებათ, მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ. არავითარი შეკითხვებიც კი არ არსებობს, მთავრობა მუშაობს არა მხოლოდ გამჭვირვალედ, არამედ სუფთად. პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკა მთლიანად აღკვეთა, აბსოლუტურად გამჭვირვალეა შესყიდვები და ა.შ. ყველას შეუძლია ყველაფერს ჩახედოს. ჩვენ წელიწად-ნახევარში დავამტკიცეთ, რომ მზად ვართ, არა მხოლოდ გამჭვირვალედ, არამედ ბოლომდე სუფთად ვიმუშაოთ”, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი