ვლადიმერ პუტინი - არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ რუსეთს შეუძლია უპასუხოს ნებისმიერ არსებულ და ახალ საფრთხეს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს შეუძლია, ნებისმიერ არსებულ და ახალ საფრთხეს უპასუხოს.

„ხაზს ვუსვამ და არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ამაში, რომ რუსეთს შეუძლია უპასუხოს ნებისმიერ არსებულ და ახალ წარმოქმნილ საფრთხეს“, - განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრის დროს.

ამასთან, მისი მტკიცებით, რუსეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების გეგმები გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით მუშავდება.

„ჩვენი გეგმები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ მუშავდება ცვალებადი გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით და სრულად და დროულად ხორციელდება“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთი სიტუაციური ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტს, შეინარჩუნებს თუ არა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებით (START) გათვალისწინებული ყოველწლიური ნებაყოფლობით თვითშეზღუდვებს. პუტინის მტკიცებით, რუსეთი მზადაა, START-ის მოქმედების ვადის გასვლიდან, 2026 წლის 5 თებერვლიდან, ერთი წლის განმავლობაში, დაიცვას START-ით გათვალისწინებული შეზღუდვები.

„გარდა ამისა, სიტუაციის ანალიზის საფუძველზე, მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ამ ნებაყოფლობითი თვითშეზღუდვების შენარჩუნების შესახებ“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი მიიჩნევს, რომ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებით (START) გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვის ნაბიჯები ეფექტური იქნება, თუ შეერთებული შტატებიც იგივეს გააკეთებს.

„ეს ზომა (START-ით გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვა) მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სიცოცხლისუნარიანი, თუ შეერთებული შტატები ანალოგიურად იმოქმედებს და არ გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც ძირს უთხრის ან არღვევს შეკავების პოტენციალის არსებულ ბალანსს“, - განაცხადა პუტინმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს