მარგუს ცაჰკნა - ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა სრულიად ნათელია და რუსეთი კვლავ იტყუება - ჩვენ გვახსოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია

ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა სრულიად ნათელია და რუსეთი კვლავ იტყუება - ჩვენ გვახსოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ესტონეთმა რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო მოიწვია.

მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთს რუსული გამანადგურებლების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის „მყარი ფაქტები და მტკიცებულებები აქვს“ და მან საბჭოს ესტონეთის საჰაერო რადარიდან ამონაბეჭდი ფოტოსურათები წარუდგინა.

„რუსული თვითმფრინავები რაკეტებით იყვნენ აღჭურვილი და საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. დარღვევა სრულიად ნათელია და რუსეთი კვლავ იტყუება, ისე როგორც ადრე არაერთხელ მოიტყუა. ჩვენ გვახსოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. ამიტომ, გთხოვთ, ისევ აღარ მოიტყუოთ. მყარი მტკიცებულებები გვაქვს“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

მანამდე, გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ „ესტონეთი ტყუილების გავრცელებაში“ დაადანაშაულა.

„ჩვენმა მეზობლებმა ახლა მოიგონეს, რომ რუსეთი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრაშია დამნაშავე. როგორც ყოველთვის, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ტალინიდან წამოსული რუსოფობიური ისტერიის გარდა“, - აღნიშნა პოლიანსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს