აზერბაიჯანმა პანდემიის გამო კარანტინის რეჟიმი გაახანგრძლივა - სახმელეთო საზღვრები კვლავ დაკეტილი რჩება

აზერბაიჯანის მთავრობამ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სპეციალური საკარანტინო რეჟიმი ისევ გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას Trend-ი ავრცელებს.

ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, სახმელეთო საზღვრები 2026 წლის 1-ლი იანვრის დილის 6:00 საათამდე კვლავ ჩაკეტილი დარჩება.

გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვმა მოაწერა ხელი. გაზაფხულზე მიღებული გადაწყვეტილებით, სპეციალურ საკარანტინო რეჟიმის ვადა მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრის დილის 6:00 საათზე იწურებოდა.

ცნობისათვის, აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვარი 2020 წლის გაზაფხულიდან, კოვიდპანდემიის გამო ჩაკეტა. აზერბაიჯანში შესვლა ამჟამად მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს ქვეყნის დატოვება სახმელეთო გზითაც შეუძლიათ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს