სუს-ის ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე ბაქოს უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე ბაქოს უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობდა, რომელსაც 95 ქვეყნის სპეცსამსახურების პირველი პირები ესწრებოდნენ.

სუს-ის პრესსამსახურის თანახმად, მამუკა მდინარაძეს, დახურულ ფორმატში, ათამდე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ჰქონდა შეხვედრა, სადაც განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

„ბაქოს უსაფრთხოების ყოველწლიური ფორუმი არის შესაძლებლობა, სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სადაზვერვო საკითხებზე პასუხისმგებელმა ხელმძღვანელმა პირებმა გამართონ საქმიანი შეხვედრები, გააღრმაონ თანამშრომლობა და გაცვალონ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

სუს-ის ხელმძღვანელი ბაქოში, უსაფრთხოების ფორუმზე 19-21 სექტემბერს იმყოფებოდა. მამუკა მდინარაძის ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულებულია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს