ვახუშტი მენაბდე - რაც მე მაშინებს, არის ის, რომ წინააღმდეგობის 300 დღეს დაუწესო ბოლო ვადა, ნებისმიერ თარიღს უნდა შევხედოთ, როგორც ბრძოლის მომდევნო დღეს - ვინც, რაღაც სცენარებს ჰპირდება საზოგადოებას, საფრთხეს უქმნის წინააღმდეგობას

300 დღეა ქართველი ხალხი დგას ქუჩაში და აჩვენებს უპრეცედენტო ნებას და წინააღმდეგობას რეჟიმის მიმართ. ყველაზე მეტად რაც მე მაშინებს, არის ის, რომ ამ 300 დღეს დაუწესო ბოლო ვადა, - ამის შესახებ მოძრაობა “სოციალური დემოკრატიის“ წევრმა, ვახუშტი მენაბდემ 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვახუშტი მენაბდემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, უბრალოდ ბევრი ხალხი ქუჩაში, ასი ათასი კაცი ქუჩაში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რეჟიმმა დათმოს ძალაუფლება და საჭიროა გრძელვადიანი პროტესტი.

„ნებისმიერ თარიღს ჩვენ უნდა შევხედოთ, როგორც ბრძოლის მონაკვეთს, როგორც ბრძოლის მომდევნო დღეს. ეს იქნება ხვალინდელი დღე, 4 ოქტომბერი თუ ნებისმიერი დღე, ქართველი ხალხი გამოვა და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. ზოგჯერ არის შედარებით ნაკლები რაოდენობის ხალხი, ზოგჯერ არის ბევრი ხალხი. ყველა დღე, როცა ბევრი ხალხი გამოდის, ეს არის ძალიან კარგი.

4 ოქტომბერს რომ ვერ დამთავრდეს, საზოგადოებას, რომელიც 300 დღეა პროტესტშია ჩართული, არ უნდა ვუთხრათ ჩვენ ის, რომ 5 ოქტომბერს პროტესტი არ უნდა გააგრძელოს. მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი გაგრძელდეს 5-ში, 6-ში, 7-ში და ა.შ. თუ „ქართული ოცნება“ 7 ოქტომბერს არ გაითვალისწინებს ქართველი ხალხის მოთხოვნას, ქართველი ხალხი გააგრძელებს პროტესტ 8-ში, თუ 8-ში არ გაითვალისწინებს, გავაგრძელებთ 9-ში და ა.შ. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი პროტესტი.

დეკემბერში ჩვენ დავინახეთ, რომ უბრალოდ ბევრი ხალხი ქუჩაში, ასი ათასი კაცი ქუჩაში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რეჟიმმა დათმოს ძალაუფლება. შეიძლება 20-30 წლის წინ ამაზე ნაკლები ადამიანების რაოდენობა ყოფილიყო საკმარისი, მაგრამ ახლა სისტემა და ლოგიკა შეიცვალა. ახლა მარტო ქუჩაში ბევრი ხალხი საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება პროტესტის განვრცობა საზოგადოების უფრო და უფრო მეტ ჯგუფებზე. მხოლოდ და მხოლოდ ასეა შესაძლებელი რეჟიმის დამარცხება“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ვახუშტი მენაბდის განმარტებით, პროტესტისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იმედგაცრუებაა.

„ვინც, რაღაც სცენარებს ჰპირდება საზოგადოებას, რომელიც ერთ-ორ პოლიტიკურ ლიდერზე ან ერთ პოლიტიკურ ჯგუფზეა ჩამოკიდებული, ისინი საფრთხეს უქმნიან ჰორიზონტალურობას და წინააღმდეგობას. ყველაზე დიდი საფრთხე არის იმედგაცრუება. იმედგაცრუება მოდის იმედებიდან, რომელიც გაცრუვდება იმ შემთხვევაში, თუ სცენარი კარგად გათვლილი არ არის. ჩვენ იმედებს კი არ უნდა დავაყრდნოთ საკუთარი პოლიტიკური მოქმედებები, არამედ გეგმებს და უსამართლობის განცდას“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს