მაკა ბოჭორიშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შეხვედრა გამართა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, იურაი ბლანართან.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეგობრულ კავშირებსა და ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

„განხილული იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხს. მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა და სლოვაკ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს