მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ლე ჰოაი თრუნგთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, ტურიზმის და ლოჯისტიკის მიმართულებით.

„ყურადღება დაეთმო მაღალი დონის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხებს და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვიეტნამის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ არსებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნა უახლოეს მომავალში, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისთვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს