საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის შესაძლებლობა "შევინარჩუნოთ, რომ ისრაელმა და პალესტინამ ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ".

"ამის დრო მოვიდა. სწორედ ამიტომ, ჩემი ქვეყნის ისტორიული ერთგულების გამო ახლო აღმოსავლეთის მიმართ, ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის მიმართ, ვაცხადებ, რომ დღეს საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ამასთან, მისი თქმით, „ღაზაში მიმდინარე ომს არაფერი ამართლებს“.

„ეს ომი საბოლოოდ უნდა დავასრულოთ. ეს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს