რეჯეფ თაიფ ერდოღანი - არ მჯერა, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება

არ მჯერა, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„გულწრფელად რომ გითხრათ, არ მჯერა, რომ ეს მოხდება [უკრაინაში ომი მალე დასრულდება]. ეს კარგი ამბავი არ არის. მჯერა, რომ ეს გაგრძელდება- განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, „ეკონომიკური თვალსაზრისით უკრაინას რუსეთისთვის კონკურენციის გაწევა არ შეუძლია, ხოლო ევროპა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას სამუდამოდ ვერ შეძლებს“.

„უკრაინისა და რუსეთის დანაკარგები დიდია. რუსეთის დანაკარგები ბოლო დროს გაიზარდა. იმედია, ევროპის მიერ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება. ასევე, არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება აშშ-ის მხარდაჭერა. წინასწარ ამის შეფასება არ შემიძლია“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი