სკოტ ბესენტი - არგენტინის ფინანსური სტაბილიზაციის მიზნით ყველა ვარიანტი განიხილება - არგენტინა ლათინურ ამერიკაში აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა

არგენტინის ფინანსური სტაბილიზაციის მიზნით ყველა ვარიანტი განიხილება, - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

„ვარიანტები შეიძლება მოიცავდეს სავალუტო შესყიდვებს და აშშ დოლარით დენომინირებული სახელმწიფო ვალის შესყიდვებს. ინვესტიციების ფართო შესაძლებლობები არსებობს და არგენტინა კვლავ დიდებული გახდება. არგენტინა ლათინურ ამერიკაში აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა”, - განაცხადა სკოტ ბესენტმა.

მისი თქმით, აშშ მზად არის ძლიერი ნაბიჯები გადადგას, თუმცა ყველა მსგავსი ქმედება გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ისა და არგენტინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ხავიერ მილეის შეხვედრის შემდეგ განხორციელდება.

„გვჯერა, რომ ფისკალური დისციპლინისა და ზრდის რეფორმების მიმართ პრეზიდენტ მილეის მხარდაჭერა არგენტინის ხანგრძლივი ეკონომიკური დაღმასვლის დასასრულებლად აუცილებელია“, - აღნიშნა ბესენტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი