პიტერ სიიარტო - უნგრეთი რუსულ ენერგორესურსებზე უარს არ იტყვის

უნგრეთი რუსულ ენერგორესურსებზე უარს არ იტყვის, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

პიტერ სიიარტო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ის „მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო რუსეთიდან ნავთობის ყიდვას შეწყვეტს“.

„ჩვენ რუსული ნავთობისა და გაზის გარეშე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო ენერგომომარაგებას ვერ უზრუნველვყოფთ. ჩვენთვის ენერგომომარაგება ფიზიკური ინფრასტრუქტურის საკითხია. ნავთობის სხვა წყაროდან შეძენის შესახებ ოცნება შეიძლება სასიამოვნო იყოს, მაგრამ ჩვენ შეძენა მხოლოდ იქიდან შეგვიძლია, საიდანაც ჩვენ ინფრასტრუქტურა გვაქვს. თუ ინფრასტრუქტურას დააკვირდებით, დაინახავთ, რომ რუსული მიწოდების გარეშე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო მომარაგება შეუძლებელია“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ

მისი თქმით, დონალდ ტრამპის „მიდგომის ესმის“.

გამოცემასთან ინტერვიუში სიიარტომ ევროპელ მაღალჩინოსნებს „ფანატიკოსები“ უწოდა და აღნიშნა, რომ „მათთან ფაქტებზე დამყარებული და რაციონალური დიალოგის წარმოება შეუძლებელია“.

„აშშ ახლა ჩვენი მეგობარია. როდესაც ამერიკის პრეზიდენტი შენი მეგობარია ეს სრულიად განსხვავებულია იმისგან, როდესაც ისინი ზეწოლას ახდენდნენ და მიუხედავად იმისა თუ, რა ისმის ბრიუსელიდან, ეს ძალიან სერიოზულია“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს