მთავრობა მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით დაადგენს, რა შემთხვევაში იქნება დასაშვები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება

მთავრობა მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით დაადგენს, რა შემთხვევაში იქნება დასაშვები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება.

პარლამენტს განსახილველად „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი წარედგინა, რომლის გათვალისწინებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იქნება შესაძლებელი.

კანონის პროექტი პარლამენტს მთავრობამ შესთავაზა.

„სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების წინაპირობაა ქონების საპრივატიზებო ფასზე ვაჭრობა და ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზება, რაც ვაჭრობის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო ფასს ზრდის.

ამჟამად, კანონმდებლობით არ არის დადგენილი წინაპირობები, თუ რა შემთხვევებში შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა ან მისი პრივატიზება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, აუქციონის გარეშე.

პრაქტიკაში გამოიკვეთა საჭიროება, რომ მთავრობის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგინდეს, რა შემთხვევაში არის დასაშვები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება“, - ნათქვამია მთავრობის კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს