კახა კალაძე - არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში და არა მხოლოდ, გამოიყენებოდა ხელისუფლების დამხობისთვის - არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ხელისუფლების შესაბამისი უწყებები მოქმედებენ და რეაგირებენ ამ ყველაფერზე

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, სხვადასხვა ქვეყანაში, გამოიყენებოდა ხელისუფლების დამხობისთვის, რევოლუციის მოწყობისთვის - არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ ხელისუფლების შესაბამისი უწყებები მოქმედებენ და რეაგირებენ ამ ყველაფერზე,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც ღიად ისაუბრა და რამდენიმე ორგანიზაცია ამავე მიზეზით დახურა.

„თქვენ იცით, რომ, ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციები, ე.წ. NGO - სექტორი საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, სხვადასხვა ქვეყანაში, გამოიყენებოდა ხელისუფლების დამხობისთვის, რევოლუციის მოწყობისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმაც ღიად ისაუბრა ამ ყველაფერზე და რამდენიმე ორგანიზაცია დახურა ამისთვის, რომ ისინი თანხებს აგზავნიდნენ სხვადასხვა სახელმწიფოში, მათ შორის, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, რომ იქ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია. რა თქმა უნდა, ეს თანხები ხმარდებოდა საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, დაპირისპირების მცდელობას, იმ ტიპის ადამიანების შექმნას, რომლებსაც დღეს რუსთაველზე ვხედავთ საღამოობით - ის 30 „აკაცუკი“. მარტივი არ არის შექმნა ასეთი ადამიანი, ამაში ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა და წლების განმავლობაში მიდიოდა მუშაობა. ყველაფერი ცხადი და ნათელია და არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ ხელისუფლების შესაბამისი უწყებები მოქმედებენ და რეაგირებენ ამ ყველაფერზე“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს