„პრიმოს“ მხარდაჭერით, „ვოლვო ქარ საქართველომ“ განახლებული მოდელები წარადგინა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ პრემიუმბრენდის „პრიმოს“ მხარდაჭერით, „ვოლვო ქარ საქართველომ“ განახლებული Volvo XC90 და სრულად ელექტრო EX90 წარადგინა. ინფორმაციას კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შვედური ბრენდის უახლესი მოდელების პრეზენტაცია ტექნოლოგიებისა და დიზაინის სინთეზში, ქართველი დიზაინერის, ირაკლი რუსაძის ბრენდის, “სიტუაციონისტის” ახალი კოლექციის თანხლებით გაიმართა.

“ვოლვო ქარ საქართველოსთან“ ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს. ჩვენთვის მსგავსი ტიპის ღონისძიებები ყოველთვის საინტერესოა. ღონისძიებაზე წარმოდგენილები ვართ „ალდაგის“ პრემიუმ ბრენდის, „პრიმოს“ სახელით, რომელიც მომხმარებელს პრემიუმ დაზღვევის კომფორტს სთავაზობს. „ვოლვოს“ ახალი თაობის მოდელები, სწორედ თანამედროვე ადამიანის საჭიროებებს არის მორგებული და ვფიქრობთ, რომ „პრიმოსა“ და „ვოლვოს“ თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს, ერთდროულად გამოსცადოს კომფორტი და სიმარტივე,” - აცხადებენ „ალდაგში“.

„პრიმო ალდაგის“ პრემიუმ ბრენდია და საქართველოში პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი „ალდაგში“ და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით დაზღვევაზე, მათ შორის, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურება, კონსიერჟის მომსახურება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს