ბავშვთა სიმსივნეები ჯანმრთელობის პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მოვლენაა. ასეთი რთული დიაგნოზი ბავშვს შეიძლება ადრეულ ეტაპზე, 2-3 წლის ასაკშიც დაესვას. ასეთ დროს დიაგნოზი ნეგატიურ გავლენას ახდენს პაციენტის მთლიან ოჯახზე. მშობლები ძალისხმევას არ იშურებენ რომ ყველა შესაძლო ღონეს მიმართონ ბავშვის გამოსაჯანმრთელებლად, თუმცა ცხოვრება ჩვეულ რიტმში ვეღარ გრძელდება. სიცოცხლით ტკბობა და დიაგნოზამდე არსებული ოჯახის ყველა გეგმა ბავშვის გამოჯანმრთელებამდე გადადებულია. ოჯახები მზად არიან ნებისმიერი რამ გააკეთონ მათი ბავშვისთვის, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მათი შესაძლებლობები ლიმიტირებულია. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვისათვის მკურნალობის საუკეთესო მეთოდი შევარჩიოთ.

თურქეთში, Acıbadem-ში შეგვიძლია შემოგთავაზოთ სიმსივნის დიაგნოზის მქონე ბავშვებისათვის ყველა საჭირო მეთოდით მკურნალობა. ბავშვები მთელი მსოფლიოდან შეძლებენ ჩვენთან მკურნალობას უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებითა და გამოცდილი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენთან მკურნალობა მიმდინარეობს პროფესიონალურ და კომფორტულ გარემოში, სადაც ოჯახები აუცილებლად იგრძნობენ სათანადო მხარდაჭერას.

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით დღეს უკვე შესაძლებელია ბავშვთა სიმსივნეების მკურნალობა კონკრეტულად პრობლემაზე მორგებული ისეთი მკურნალობის მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა მაგალითად ძვლის ტვინის გადანერგვა. მარტივად რომ ვთქვათ ძვლის ტვინის გადანერგვისას დაავადებული ღეროვანი უჯრედების ჩანაცვლება ხდება ჯანმრთელით უჯრედებით. ამ მეთოდს როგორც წესი მიმართავენ, როდესაც მედიკამენტები, ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია ან ქირურგიული ოპერაცია უშედეგოა.
ძვლის ტვინის გადანერგვის პროცესში, პირველ ნაბიჯს წარმოადგენს ქიმიოთერაპიის მეშვეობით პაციენტის დაავადებული სისხლის უჯრედების შემცირება, რის შემდეგაც პაციენტის სისხლძარღვებში შეჰყავთ ჯანსაღი ღეროვანი უჯრედები. ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ხდება ან პაციენტის საკუთარი ორგანიზმიდან (ავტოლოგიური ტრანსპლანტაცია) ან დონორისგან (ალოგენური ტრანსპლანტაცია). უკანასკნელ შემთხვევაში დონორი, როგორ წესი არის პაციენტის მშობელი, დედმამიშვილი ან სხვა ახლო ნათესავი, გარკვეულ შემთხვევებში კი ძვლის ტვინის ბანკი. ბავშვებში უფრო ხშირად მიმართავენ ალოგენურ მეთოდს.

ბავშვთა ჰემატოლოგი და ონკოლოგი ასოცირებული პროფესორი კორაი იალჩინი, რომელიც სიმსივნის დიაგნოზისა და ჰემატოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვებს უკვე 10 წელზე მეტია რაც მკურნალობს, გვესაუბრება ძვლის ტვინის გადანერგვისა და მისი მრავალმხრივი გამოყენების მნიშვნელობაზე.
იგი გვიხსნის, რომ ძვლის ტვინის გადანერგვას მრავალი დანიშნულება შეიძლება გააჩნდეს. მისი გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ სისხლის კიბოსა და ძვლის ტვინთან დაკავშირებულ დაავადებებში, არამედ მრავალი სხვა ისეთი მდგომარეობის დროსაც, რომლებიც სისხლის წარმომქმნელ უჯრედებთან დაკავშირებულ კონდიციებს შეეხება. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადებებში, რომელთა განკურნება შესაძლებელია სისხლის უჯრედების წარმოქმნის ჯანსაღი პროცესით ან იმუნური სისტემის სწორად ფუნქციონირებით.
Acıbadem Healthcare Group-ი თურქეთში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან ცენტრს წარმოადგენს. პაციენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ირჩევენ Acıbadem-ს მისი მდიდარი გამოცდილების, წარმატების მაღალი მაჩვენებლების, მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ექსპერტების, უახლესი ტექნოლოგიების, პაციენტზე ორიენტირებული მომსახურებისა და განსაკუთრებული გუნდური მიდგომების გამო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მრავალი ბავშვისთვის დღემდე ჩვენთან უკვე წარმატებით ჩატარებულია ძვლის ტვინის 1,200-ზე მეტი ტრანსპლანტაცია.

როდესაც ლიმფომისა და ლეიკემიის გარკვეულ შემთხვევებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია წარმატებული არ არის, შედეგად პაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის რთულია სიცოცხლის შენარჩუნება. Acıbadem-ში ჩვენ ვიყენებთ CAR T-უჯრედულ თერაპიას, რაც წარმოადგენს უჯრედულ იმუნოთერაპიას, რომელიც აძლიერებს T-უჯრედების უნარს, ამოიცნონ და გაანადგურონ კიბოს უჯრედები.

ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, CAR T-უჯრედული თერაპია იმედისმომცემი მეთოდია, რადგანაც რიგ შემთხვევაში შესაძლოა გაჩნდეს განკურნების შესაძლებლობა. Acıbadem -ში CAR T-უჯრედული თერაპია შეიძლება გამოყენებულ იქნას B-უჯრედული მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის (B-ALL) და ნონ-ჰოჯკინის ლიმფომის (NHL) სამკურნალოდ. Acıbadem-ი პირველი და ერთადერთი CAR T-უჯრედების შემქმნელი გახლავთ თურქეთსა და მის მიმდებარე რეგიონებში.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500
ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ. 156, ტელ: 0422 223000
ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ.2
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 60, ტელ: 0431 258500
ჯანმრთელობას გისურვებთ!
(R)