Reuters - უკრაინა ვოლოდიმირ ზელენსკის გაერო-ში სიტყვით გამოსვლისა და დონალდ ტრამპთან შეხვედრისგან სასწაულებს არ ელის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას და დონალდ ტრამპთან შეხვედრისას მოკავშირეებისგან მეტი მხარდაჭერის მიღებას შეეცდება, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

გამოცემა წერს, რომ კულისებში კიევი ჩუმად ემზადება ომის ახალი ფაზისთვის, რომელშიც ის უფრო მეტად საკუთარ თავზე იქნება დამოკიდებული.

„კიევის იმედები, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ მკაცრ სანქციებს დააწესებს, ქრება. წყაროს თქმით, უკრაინა არა მხოლოდ სანქციებისა და აშშ-ის დახმარების შემცირების გამო აღმოჩნდა დაბრკოლებების წინაშე, არამედ შესაძლოა, ევროპაში მოკავშირეების სხვა მხარდაჭერაც დაკარგოს“, - აღნიშნულია Reuters-ის სტატიაში.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ზელენსკის ნიუ-იორკში ჩასვლამდე თავიანთი სამუშაო პრაგმატულ დიპლომატიად წარმოაჩინეს და არა გადამწყვეტი მოგზაურობისთვის მზადებად.

„ნიუ-იორკი ყოველ სექტემბერს პლატფორმაა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილია. ვისურვებდი, რომ უფრო პრაქტიკული ყოფილიყო, მაგრამ ამ მასშტაბის კონფლიქტებისთვის მარტივი გადაწყვეტილებები არასდროს იქნება. ამიტომ, არ მგონია, რომ ნიუ-იორკიდან მარტივი გადაწყვეტილებებით დავბრუნდეთ. ნიუ-იორკის შემდეგაც გავაგრძელებთ შრომას“, - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სერგეი კისლიცამ Reuters-ს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს