ეროვნული ბანკი - 2022-2024 წლებში ეროვნულმა ბანკმა 461 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეამოწმა, 100-მდე სუბიექტს რეგისტრაცია გაუუქმა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022-2024 წლებში ეროვნულმა ბანკმა 461 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეამოწმა, 100-მდე სუბიექტს რეგისტრაცია გაუუქმა.

ეროვნული ბანკის ცნობით, დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 513 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფილიალების ჩათვლით 721 ლოკაციაზე ოპერირებს.

„2022-2024 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დარღვევისათვის 461 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეამოწმა. ჯარიმის ოდენობამ 3 474 100 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნულმა ბანკმა 100-მდე ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა.

აღსანიშნავია, რომ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“-ს თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პუნქტის ხელახალ რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში თუ სებ-ს განცხადებით მიმართავს იმ პუნქტის უფლებამოსილი პირი, რომელსაც ამავე ბრძანებით განსაზღვრული წესის საფუძველზე გაუუქმდა რეგისტრაცია და მისი გაუქმებიდან არ გასულა ორი წელი.

დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 513 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფილიალების ჩათვლით 721 ლოკაციაზე ოპერირებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება