გიტანას ნაუსედა - იმედია, აშშ საბოლოოდ დარწმუნდება, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს შედეგი არ მოაქვს

იმედია, აშშ საბოლოოდ დარწმუნდება, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს შედეგი არ მოაქვს, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

„მსურს, რომ აშშ, ჩვენი უდიდესი პარტნიორი, საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ რუსეთი არაკონსტრუქციულია. უნდა დარწმუნდნენ, რომ მხოლოდ სიტყვებით, ლოცვებით ან კეთილი ნებით არაფრის მიღწევა მოხდება“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

მისი თქმით, „ნატო-ს უდიდეს ქვეყნებში ჯერ კიდევ არ ესმით, რომ პუტინის ამბიციას მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება წარმოადგენს“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მსგავს გეგმებს წინააღმდეგობას გავუწევთ. ვფიქრობ, ნატო-ს უდიდესი ქვეყნები ხვდებიან, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს და მშვიდობის თავიდან აცილებას ნებისმიერ ფასად შეეცდება“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს