ირაკლი ქადაგიშვილი „ლელოზე“ - იმდენად სუსტი კანდიდატები ჰყავთ, ზეწოლა, შანტაჟი, მოსყიდვა არავის სჭირდება

ბოლნისის მაგალითზე თვითშანტაჟის სცენას დგამენ - იმდენად სუსტი კანდიდატები ჰყავთ, ზეწოლა, შანტაჟი, მოსყიდვა არავის სჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანია არ გააჩნია.

„მათ კანდიდატებიც კი არ ჰყავთ და სადაც ჰყავთ დაყენებული მერობის კანდიდატი, უნდა წარმოიდგინოთ, რაოდენ სუსტი კანდიდატი ჰყავთ, ამიტომ არანაირი ზეწოლა, შანტაჟი, მოსყიდვა არავის არ სჭირდება საერთოდ. უბრალოდ, ზოგიერთი ადამიანი ხვდება, რომ მისი ადგილი თურმე, იქ არ ყოფილა და ცდილობს, ამას გაერიდოს. ამიტომ გაერიდა ბოლნისში მათი კანდიდატიც. რაც შეეხება მოსყიდვას, შანტაჟს და ა.შ. - მათ მართლა ჰქონდათ ამის დიდი მცდელობა, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებში, იქნებ ვინმე, ერთი პირი, რიგითი მაინც მოესყიდათ და ამით რაღაცა დროებითი პროპაგანდა აეგორებინათ. ვერ აკეთებენ ამას. არ არსებობს ეგეთი მოცემულობა, ამიტომ ახლა ბოლნისის მაგალითზე თვითშანტაჟის სცენას დგამენ,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ბოლნისის მერობის კანდიდატმა, საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ მოხსნა. პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ ასეფ ჩირაგოვის წინააღმდეგ მოსყიდვის, მძიმე წნეხის და შანტაჟის მცდელობა განხორციელდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს