საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 100-ზე მეტ ჰარვარდის სტუდენტს ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ჰარვარდის ბიზნეს სკოლის OPM პროგრამის 100-ზე მეტ სტუდენტს უმასპინძლა და მათ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები და ბიზნესის განვითარების ტენდენციები გააცნო. ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება მიზნად ისახავდა ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობას და პოტენციური უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე უფრო ფართო ხედვის შექმნას.

„ღონისძიების ფარგლებში მოხდა BAG ინდექსის პრეზენტაცია, რომელიც ასახავს კერძო სექტორის ეკონომიკურ განწყობებსა და მოლოდინებს. ასევე, სტუმრებს წარედგინათ „გალტ & თაგარტის“ მიერ მომზადებული ეკონომიკური მიმოხილვაც, სადაც დეტალურად განიხილეს მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ზრდის პოტენციალი და ქვეყნის წამყვანი ეკონომიკური სექტორების პერსპექტივები.

ღონისძიება დასრულდა კითხვა–პასუხის სესიით, სადაც ჰარვარდის სტუდენტებმა ადგილობრივი ბიზნეს-კლიმატის, რეგულაციებისა და პერსპექტიული სექტორების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქართველოს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან 100-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის მფლობელი და პრეზიდენტი სტუმრობდა, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ინვესტორებისთვის ღია და პერსპექტიული ქვეყნის პოზიციონირებისათვის. მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი პრეზენტაციები პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის რეპუტაციასა და ეკონომიკურ განვითარებაზე. ჩვენ ვაგრძელებთ კერძო სექტორის ინტერესების დაცვას და ქვეყნის ეკონომიკური გარემოს წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე,“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება