„საქართველოს ბანკის“ მობილბანკში ზუგდიდი მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათი უკვე ხელმისაწვდომია

„საქართველოს ბანკი“ ციფრული სერვისების განვითარებასა და რეგიონებში სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მობილბანკს კიდევ ერთი სიახლე დაემატა – აპლიკაციაში ზუგდიდი მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენა უკვე შესაძლებელია.

სასაჩუქრე ბარათის გაგზავნა მობილბანკიდან მომენტალურადაა შესაძლებელი და ამისათვის მხოლოდ ადრესატის მობილურის ნომრის მითითებაა საჭირო. მომხმარებელს ასევე აქვს შესაძლებლობა, პერსონალურად შეარჩიონ ბარათის დიზაინი და დაამატონ მისალოცი ტექსტი, რითაც კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადონ საჩუქარი.

აღსანიშნავია რომ ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია ზუგდიდი მოლში მდებარე ყველა ობიექტში.

„მობილბანკში ციფრული სასაჩუქრე ბარათების არჩევანი იზრდება. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს სწრაფი, მარტივი და მრავალფეროვანი ციფრული სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ. „ზუგდიდი მოლი“-ს ციფრული ბარათის ინტეგრაციით, მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, საყვარელ ადამიანებს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზონ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და რეგიონში კიდევ არაერთ შესაძლებლობას გავუზიარებთ ჩვენს მომხმარებლებს“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ბარათის დამატება ციფრულ საფულეშია (Wallet) შესაძლებელი. მომხმარებელი ბარათის გაგზავნას ნებისმიერ ადამიანთან შეძლებს, იმის მიუხედავად, სარგებლობს თუ არა იგი საქართველოს ბანკის მობილბანკით.

გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე ზუგდიდი მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.

(R)

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება