ნორვეგიის მთავრობა - რუსეთმა წელს ნორვეგიის საჰაერო სივრცე სამჯერ დაარღვია

რუსეთმა წელს ნორვეგიის საჰაერო სივრცე სამჯერ დაარღვია, - ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს.

„ნორვეგიაში მომხდარი ინციდენტები მდებარეობისა და ხანგრძლივობის თვალსაზრისით ნაკლებად მასშტაბურია, ვიდრე ესტონეთში, პოლონეთსა და რუმინეთში მომხდარი შემთხვევები. თუმცა, ეს ინციდენტები მაინც სერიოზულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ნორვეგიის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, მხოლოდ წელს რუსეთმა ეს სამჯერ გააკეთა.

„25 აპრილს რუსულმა სუ-24-ის ტიპის გამანადგურებელმა ნორვეგიის საჰაერო სივრცე ვარდოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე წყლების თავზე დაარღვია და ნორვეგიის საჰაერო სივრცეში ოთხი წუთის განმავლობაში იფრინა. 24 ივლისს რუსულმა L410-ის ტიპის თვითმფრინავმა აღმოსავლეთ ფინმარკის საზღვართან სამი წუთის განმავლობაში იფრინა. 18 აგვისტოს რუსული სუ-33-ის ტიპის გამანადგურებელი ნორვეგიის საჰაერო სივრცეში ერთი წუთის განმავლობაში დარჩა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება