საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ოთარ წეროძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის ყოფილი პრორექტორის, თბილისის „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტის, აგროკონსორციუმ „წეროვანის” ყოფილი გენერალური დირექტორის, სტუ-ის „ოქროს მედლის“ კავალერის ოთარ წეროძის გარდაცვალების გამო და ოჯახს, გარდაცვლილის კოლეგებს, მეგობრებსა და აღზრდილებს სამძიმარს უცხადებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ ოთარ წეროძის გარდაცვალების გამო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.

ბატონი ოთარი ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩვენს ქვეყანას. მან თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით ნათელი კვალი დატოვა როგორც უნივერსიტეტის, ისე ქვეყნის სამეცნიერო და საზოგადოებრივ სივრცეში. ბატონი ოთარ წეროძე გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და პრინციპულობით, რაც მას ღირსეულ ხელმძღვანელად, კოლეგად და ჭეშმარიტ მენტორად აქცევდა.

ბატონ ოთარ წეროძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებაში. წლების მანძილზე მისი თავდაუზოგავი შრომა, სტრატეგიული ხედვა და პროფესიული გამოცდილება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო მისიის გაფართოებისა და საერთაშორისო ავტორიტეტის გაზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა, რისთვისაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს - ბატონო ოთარ, მადლობას გიხდით ყველაფრისათვის!“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება