რასა იუკნევიჩიენე - მზია ამაღლობელისა და საქართველოს პროდემოკრატიული საპროტესტო მოძრაობისთვის სახაროვის პრემია სიმბოლურ ჯილდოზე მეტი იქნება

მზია ამაღლობელისა და საქართველოს პროდემოკრატიული საპროტესტო მოძრაობისთვის სახაროვის პრემია სიმბოლურ ჯილდოზე მეტი იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სახაროვის პრემიაზე მზია ამაღლობელის კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა.

„ჟურნალისტები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, ნამდვილი ევროპული ღირებულებების სიმბოლოები არიან. სწორედ ამას წარმოადგენს სახაროვის პრემია. მზია ამაღლობელისა და ქართველი ხალხის კანდიდატურა ყველა მთავარი პოლიტიკური ჯგუფის მიერ იქნა წარმოდგენილი. ჩვენს კანდიდატურას, ორ დღეზე ნაკლებ დროში, 66-მა წევრმა დაუჭირა მხარი“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

მისი თქმით, „მალე ერთი წელი გახდება, რაც ქართველები ევროკავშირის დროშებით ხელში ევროპული მომავლისთვის იბრძვიან“.

„ისინი იმ კოლონიური იმპერიალისტური ბოროტების წინააღმდეგ იბრძვიან, რომელიც ევროპის დანარჩენ კონტინენტს ემუქრება. ჩვენი წამოყენებული კანდიდატურა სიგნალია მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, რომელსაც სახაროვის პრემიის ლაურეატი ჯერ არ ჰყოლია. ეს წინადადება მნიშვნელოვანია მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის, ხოლო ჩვენთვის, ევროპისთვის, ამ რეგიონში დემოკრატიის განვითარება უმნიშვნელოვანესია. მზია ამაღლობელისა და საქართველოს პროდემოკრატიული საპროტესტო მოძრაობისთვის სახაროვის პრემია სიმბოლურ ჯილდოზე მეტი იქნება. საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ამას ცვლილებების მოხდენა შეუძლია. ჩვენთვის კი შეიძლება ეს ის მუხტი გახდეს, რომ იმის დასაცავად, რისთვისაც ისინი იბრძვიან და ასევე, ჩვენ ვიბრძვით, უფრო მეტი გავაკეთოთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება