პროკურატურა - წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" წევრი იყო და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა.

“სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2014 წელს სირიაში გაემგზავრა, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ასევე, ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა. მისი მონაწილეობით ინტერნეტსივრცეში არაერთი ფოტო და ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკა და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მოწოდებაა ასახული.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) დაუსწრებლად წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება