ელენე ხოშტარია - “ოცნებაში” ერთმანეთს ჭამენ, რაც მხოლოდ სისტემის რყევის ნიშანია - ხშირად ამბობენ, როდემდე? იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ, ბოლომდე!

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ციხიდან წერილს აქვეყნებს.

„დღეს უწყვეტი პროტესტის მე-300 დღეა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენს ისტორიაში, როდესაც ასეთი შემართებით, დაუღლელად, რუტინულად, პრინციპულად, ყველანაირი რეპრესიების, ჯარიმების, პროვოკაციების მიუხედავად, საზოგადოება ერთიანად იბრძვის.

ბევრი რთული დღე გვქონდა, მაგრამ არ გავტყდით, არაფერმა არ გაგვაჩერა. არცერთი სინდისის პატიმარი არ გატყდა და მათ წინაშე პასუხისმგებლობა, მათი ღირსება გვმატებს ძალას.

ყველას ცინიკური მოლოდინი მახსოვს - ახლა დაიშლებიან, ახლა დაიშლებიან, პროტესტი არ მუშაობს.

მუშაობს, თან მაგრად.

ჩვენ მთელს მსოფლიოს ვანახეთ, რომ საქართველო არ არის რუსეთი და ,,რუსული ოცნება'';

“ოცნება” იზოლაციაშია, ჩვენი ხალხი აღფრთოვანებას იწვევს.

სანქციები ხალხის დამსახურებაა

“ოცნებაში” ერთმანეთს ჭამენ, რაც მხოლოდ სისტემის რყევის ნიშანია. ხშირად ამბობენ, როდემდე? იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ, ბოლომდე!

და აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ მეტნი, მართლები, თავისუფლები და მებრძოლები.

ჩემი პატივისცემა ყველა აქტივისტს სათითაოდ და ყველა სინდისის პატიმარს”, - წერს ხოშტარია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს