პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და „მარიხუანას“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის და მოყვანის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და „მარიხუანას“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთ-ერთმა ბრალდებულმა საცხოვრებელი სახლის ეზოში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“, ხოლო მეორე საცხოვრებელ სახლში გამომშრალ „მარიხუანასა“ და მისი დაფასოებისთვის საჭირო მოწყობილობებს ინახავდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა საცხოვრებელი სახლის ეზოში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა 22100 გრ. ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“. ხოლო მეორე ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საცხოვრებელ სახლში 33.18 გრ. ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“ და მისი დაფასოებისთვის საჭირო მოწყობილობებს ინახავდა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორეს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება