დონალდ ტრამპი - მე დავასრულე შვიდი ომი, გაეროს მხრიდან სატელეფონო ზარიც კი არ მიმიღია დახმარების შემოთავაზებით, მივიღე მხოლოდ ესკალატორი, რომელიც ასვლისას შუაში ჩერდებოდა - ცარიელი სიტყვები ომს ვერ წყვეტს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გაიმეორა შვიდი ომის დასრულების შესახებ განცხადება და აღნიშნა, რომ მას არასდროს მიუღია დახმარება გაეროსგან.

მან ჩამოთვალა კონფლიქტები სომხეთსა და აზერბაიჯანს; კამბოჯასა და ტაილანდს; ისრაელსა და ირანს; ინდოეთსა და პაკისტანს; რუანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას; ეგვიპტესა და ეთიოპიას; სერბეთსა და კოსოვოს შორის.

ტრამპმა გამოსვლაში ისაუბრა ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების სურვილზე და განაცხადა, რომ „ყველა“ ფიქრობს, რომ ის ამას იმსახურებს.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაერომ არ სცადა მისი ძალისხმევის დახმარება.

„მე დავასრულე შვიდი ომი, ვითანამშრომლე თითოეული ამ ქვეყნის ლიდერთან და გაეროს მხრიდან კი სატელეფონო ზარიც კი არ მიმიღია, რომელიც შეთანხმების დასრულებაში დახმარებას შემომთავაზებდა“, - აღნიშნა მან და დასძინა: „გაეროსგან მხოლოდ ესკალატორი მივიღე, რომელიც ასვლისას შუაში ჩერდებოდა.. შემდეგ კი სუფლიორი, რომელიც არ მუშაობდა“.

მან დასვა კითხვა, რა არის გაეროს მიზანი?

„ასე რომ, რა არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზანი? გაეროს უზარმაზარი პოტენციალი აქვს“, - განაცხადა მან და დაამატა, „მაგრამ ის ამ პოტენციალის რეალიზებასთან ახლოსაც კი არ მიდის“.

„ცარიელი სიტყვები ომს ვერ წყვეტს“, - განაცხადა ტრამპმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება