დონალდ ტრამპი - აშშ გაეროს 100 პროცენტით უჭერს მხარს

ჩვენი ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 100 პროცენტით უჭერს მხარს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან ორმხრივ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ ახსენა გაუმართავი „ესკალატორი და სუფლიორი“ და თქვა, რომ ასეთი რამ ხდება, თუმცა ორგანიზაციას მხარს უჭერს.

„ყოველთვის პატივია აქ ყოფნა. ჩვენ ეს ადრეც გაგვიკეთებია და ეს ცოტა უფრო საინტერესო იყო ესკალატორის, ტელესუფლიორის გამო - ასეთი რამ ხდება. მაგრამ გეტყვით, რომ თქვენი ხალხი დიდი პატივისცემით მოგვექცა. ჩვენი ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 100 პროცენტით უჭერს მხარს“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ფიქრობს, რომ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოტენციალი წარმოუდგენელია“.

„მართლაც წარმოუდგენელია. მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, ამიტომ მე მას ვუჭერ მხარს…. შეიძლება ხანდახან არ ვეთანხმები, მაგრამ მე ძალიან ვუჭერ მხარს, რადგან ვფიქრობ, რომ ამ ინსტიტუტის მშვიდობის პოტენციალი ძალიან დიდია. ამიტომ, უბრალოდ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასეთი თბილი მოპყრობისთვის“, - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გაიმეორა შვიდი ომის დასრულების შესახებ განცხადება და აღნიშნა, რომ მას არასდროს მიუღია დახმარება გაეროსგან.

„მე დავასრულე შვიდი ომი, ვითანამშრომლე თითოეული ამ ქვეყნის ლიდერთან და გაეროს მხრიდან კი სატელეფონო ზარიც კი არ მიმიღია, რომელიც შეთანხმების დასრულებაში დახმარებას შემომთავაზებდა“, - აღნიშნა მან და დასძინა: „გაეროსგან მხოლოდ ესკალატორი მივიღე, რომელიც ასვლისას შუაში ჩერდებოდა.. შემდეგ კი სუფლიორი, რომელიც არ მუშაობდა“, - განაცხადა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს