ლევან მაჭავარიანი ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე - წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში

თეორიულად შანსი არ არსებობს, მაგრამ ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, რომ თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილის და ირაკლი კუპრაძის განცხადებები, „რომელთაგან ერთი კუპრაძის მერობის შემთხვევაში თბილისის მუნიციპალიტეტის სამსახურების გაფიცვას აანონსებს, ხოლო მეორე - ყოველ საღამოს სანქცირებული აქციების მოწყობას, საზოგადოებამ კარგად უნდა შეაფასოს, რათა ცხადი გახდეს, თუ ვისთან აქვთ საქმე“.

„ელისაშვილის სიტყვებია, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არის, რომ ბატონი კუპრაძე თურმე იმიტომ უნდა გახდეს თბილისის მერი, რომლის თეორიულად შანსი არ არსებობს, მაგრამ ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, რომ თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში. თბილისის მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ როგორც კი კუპრაძე მერი გახდებაო, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, გაიფიცება მთელი მუნიციპალური სამსახურები, აბსოლუტურად არაფერი იფუნქციონირებს თბილისში. ბატონი კუპრაძის სიტყვებია, მერად მე რომ ამირჩევთ, სანქცირებული აქციები მოეწყობა ყოველ საღამოს ქუჩაშიო. ე.ი. მე რომ მერად ამირჩევთ, ყოველ დღე იქნება აქციები და მერიის არც ერთი სამსახური არ იმუშავებსო - წარმოიდგინეთ ვისთან გვაქვს საქმე, ეს ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად უნდა შეაფასონ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი