სემეკ-სა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და რუმინეთის მარეგულირებელი ორგანოს პრეზიდენტმა, ჯორჯ ნიკოლესკუმ. ამის შეასხებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის რეგულირების საკითხებზე გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით, რაზეც პერიოდულად ჩაატარებენ სამუშაო შეხვედრებს.

„გარდა ამისა, მხარეებს შორის თანამშრომლობა მოიცავს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების შესახებ, რომელიც ეფუძნება კონკურენტუნარიანობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებს. ასევე, მხარეები ითანამშრომლებენ ენერგეტიკულ სისტემაში განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციის საკითხებზე.

შეთანხმების შესაბამისად, მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას, გაცვლიან ინფორმაციასა და გამოცდილებას რეგულირებადი ბაზრის ოპერატორების ლიცენზირებასთან, მონიტორინგსა და კონტროლთან დაკავშირებულ თემებზე, მათ შორის კონტროლის საქმიანობის მეთოდოლოგიებზე, სერტიფიცირების საკითხებზე, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დახურული გამანაწილებელი სისტემებისათვის ავტორიზაციების გაცემის პროცედურებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება