ირაკლი ნადირაძე - არაერთი ინფორმაცია გავრცელებულა კორუფციაზე, რაზეც ივანიშვილის რეჟიმს რეაგირება არ ჰქონია, რადგან წილი მისდიოდა - ახლა დააკლდა „შავი ფული“ და დაიწყო ადამიანების მასიურად დაჭერა, რათა გავიდნენ მაღალჩინოსნებზე

ივანიშვილმა დაიწყო მასიურად ადამიანების დაჭერა, რადგან გავიდნენ შემდგომ მაღალჩინოსნებზე, იქნება ეს ქარსელაძე, ლილუაშვილი თუ სხვა მაღალჩინოსნები,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სუს-ის ინფორმაციას, დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობაში დახმარების საქმეზე ხუთი პირის დაკავების შესახებ.

მისი თქმით, აღნიშნულ პირებთან მიმართებით არაერთი სკანდალური ინფორმაცია იყო გავრცელებული.

„ამ ადამიანთან დაკავშირებით წარსულში არაერთი სკანდალური ინფორმაცია გავრცელებულა, მათ შორის საქმე ეხებოდა ბიუჯეტიდან მიღებულ ათობით მილიონ ლარს, რაზეც იყო საუბარი, რომ კორუფციული გზებით ჰქონდა მიღებული ტენდერებით და ტენდერების გარეშე, მაგრამ მაშინ ივანიშვილის რეჟიმს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, რატომ? იმიტომ რომ მაშინ წილი მისდიოდათ, მაგრამ ახლა როდესაც ივანიშვილმა დაუთვალა და დააკლდა მასთან მისატანი „შავი ფული“ ან ეჭვი შეეპარა მისი პოლიტიკური ოპონენტების ერთგულებაში, ახლა დაიწყო მასიურად ამ ადამიანების დაჭერა, რადგან გავიდნენ შემდგომ მაღალჩინოსნებზე, იქნება ეს ქარსელაძე, ლილუაშვილი თუ სხვა მაღალჩინოსნები, რომლისაც აღარ სჯერა. ბრალს დებს მასთან მისატან ფულში და მეორე, რომ თანამშრომლობენ ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებსაც სურთ, რომ ოქტომბერს მშვიდობიანად გაისტუმრონ ივანიშვილის რეჟიმი“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობაში დახმარების საქმეზე ხუთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას და თაღლითობაში დახმარებას. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება