თათია ნიკოლაშვილი - ლევან ხაბეიშვილი სიტყვის გამო არის დაკავებული და ახლა ჯერი ქართველ ხალხზეა, 4 ოქტომბერს რუსთაველზე ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და გავიმარჯვოთ

ლევან ხაბეიშვილი სიტყვის გამო არის დაკავებული და ახლა ჯერი ქართველ ხალხზეა. 4 ოქტომბერს რუსთაველზე ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და გავიმარჯვოთ , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.

პარტიის პრესსამსახურის თანახმად, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა, ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ბესო ქათამაძესთან ერთად ჩოხატაურში 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მოსაწვევები დაარიგა.

თათია ნიკოლაშვილის განცხადებით, “ლევან ხაბეიშვილის მშობლიურ ჩოხატაურში, ნამდვილად ის განწყობებია, რომელიც მთელ საქართველოშია.

„13 წლის მანძილზე ივანიშვილმა პირველად აღიარა მარცხი, ქართველ ხალხთან და ლევან ხაბეიშვილთან, მისი დაჭერით. სიტყვის გამო არის ეს ადამიანი დაკავებული და ახლა არის ჯერი ქართველ ხალხზე, ერთად 4 ოქტომბერს ქუდზე კაცი რუსთაველზე და ერთად უნდა გავიმარჯვოთ, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, გელოდებით ყველას, მთელი საქართველოდან”, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა

ბესო ქათამაძის განცხადებით, ხალხში ცვლილებების ძალაა.

„მოვიარეთ ჩოხატაური, ხალხში არის ნამდვილი ცვლილებების ძალა, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, ერთი ფულიანი მოხუცი კაცი, დაინახავს და იგრძნობს, ქართველი ხალხის, გამოღვიძებული ადამიანების ერთ მუშტად შეკრულ ნამდვილ ძალას, რათა გაუშვას ეს ერთი, კრიმინალში, კორუფციაში ჩაფლული, რუსი კაცი იქ საიდანაც მოვიდა. საქართველოს გამარჯვებისთვის 4 ოქტომბერს ველოდებით ყველას რუსთაველზე”, - განაცხადა ბესო ქათამაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს