ირაკლი კობახიძე - ერთ-ერთი ელჩი შეხვდა ჩვენს ერთ-ერთ ლიდერს და დაიწყო სრულიად გაუგებრად ერეკლე მეორის ლანძღვა - განსაკუთრებული აგრესია აქვს რადიკალურ ოპოზიციას მათ პატრონებთან ერთად ერეკლე მეორის მიმართ

გასაოცარია ის რეაქციები, რომლებიც ვიხილეთ - განსაკუთრებული აგრესია აქვს რადიკალურ ოპოზიციას მათ პატრონებთან ერთად ერეკლე მეორის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა.

მისივე თქმით, მათი „დიდი აგრესია“ გამომდინარეობს იქიდან, რომ ერეკლე მეორე არის სამშობლოსთვის თავდადებისა და პრაგმატიზმის სიმბოლო, რასაც ვერ ეგუებიან აგენტები და მათი პატრონები.

ამასთან კობახიძის თქმით, ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი და ამავე საელჩოს წარმომადგენელი ერეკლე მეორეს "ლანძღავდნენ".

„თავის დროზე, როდესაც ყველზე დიდი ზეწოლა იყო მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ელჩი შეხვდა ჩვენს ერთ-ერთ ლიდერს და დაიწყო მასთან სრულიად გაუგებრად ერეკლე მეორის ლანძღვა. ამის შემდეგ, მე მქონდა შეხვედრა ჩემს ერთ-ერთ კოლეგასთან, იმავე საელჩოს მაღალი რანგის წარმომადგენელთან და იმანაც უცბად დაიწყო ერეკლე მეორის ლანძღვა. აქედან ერთ კვირაში, გამოიყვანეს ბატონი ბერძენიშვილი, ფსევდო მოაზროვნე და მას გაალანძღვინეს ერეკლე მეორე. აქედან ჩანს, თუ როგორი კოორდინაციაა აქაურ აგენტებსა და მათ პატრონებს შორის. ძალიან დიდი აგრესიაა ერეკლე მეორის მიმართ, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ერეკლე მეორე არის სამშობლოსთვის თავდადებისა და პრაგმატიზმის სიმბოლო და ამას ვერ ეგუებიან ჩვენი უცხოელი აგენტები და მათი პატრონები", - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი