ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონ დაიმხეს საკუთარი თავი და მათი მხრიდან დამხობაზე საუბარი აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია - ხელი არ წაუცდეთ, რამე არ დაუშავონ, არ მოუწიონ საკუთარ თავს, ეს არის ერთადერთი რჩევა

ოპოზიციამ თვითონ დაიმხო საკუთარი თავი და მათი მხრიდან დამხობაზე საუბარი აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი რჩევა, რაც შეუძლია მისცეს ოპოზიციას არის ის, რომ „ხელი არ წაუცდეთ“.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხელი არ წაუცდეთ, რამე არ დაუშავონ საკუთარ თავს, რამე არ მოუწიონ საკუთარ თავს, ეს არის ერთადერთი რჩევა, რაც ამ ხალხს შემიძლია მივცე. სიტყვა „დამხობას“ რაც შეეხება, ოპოზიცია თვითონ არის დამხობილი. ხედავთ, როგორია რეიტინგები, როგორია მათი მდგომარეობა, ერთმანეთს როგორ ჭამენ. თვითონ დაიმხეს საკუთარი თავი და მათი მხრიდან დამხობაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი“, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი