ირაკლი კობახიძე - ალეკო ელისაშვილს წამოსცდა, რომ როდესაც კუპრაძე გახდება დედაქალაქის მერი, მერიამ უნდა დაიწყოს გაფიცვა, ანუ მერი და მერია თავის თავს უნდა გაეფიცოს - საოცრებაა

ალეკო ელისაშვილს წამოსცდა, რომ როდესაც კუპრაძე გახდება დედაქალაქის მერი, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მერიამ გაფიცვა, ანუ მერი და მერია თავის თავს უნდა გაეფიცოს - საოცრებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველაფერი მეტყველებს ოპოზიციაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

„ყველა ერთი პოლიტიკური ძალაა სინამდვილეში. მათ ჰყავთ ერთი პატრონი და ისინი მოქმედებენ სწორედ გარე დავალებით, რადიკალური სცენარების შესაბამისად. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მას წამოსცდა, რასაც ფიქრობდა, მერე კუპრაძემ სცადა ამის გასწორება, თუმცა ვეღარც გაასწორა. საუბარი იყო იმაზე, რომ როდესაც კუპრაძე უნდა გახდეს დედაქალაქის მერი, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მერიამ გაფიცვა, ანუ მერი და მერია თავის თავს უნდა გაეფიცოს. საოცრებაა, რაზეც ლაპარაკობენ. ეს ყველაფერი მეტყველებს ოპოზიციაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორიც არის დღეს ოპოზიციაში ჩამოყალიბებული",-განაცხადა პრემიერმა.

ასევე, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ბოლნისის მერობის კანდიდატზეც, რომელმაც კანდიდატურა სწორედ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა. კობახიძე აცხადებს, რომ ვიდრე ბოლნისის მერობის კანდიდატი დატოვებდა „ლელოს", მანამდე მთელი ხელმძღვანელობა გავიდა პარტიიდან, რაც, მისი თქმით, „აბსოლუტურად ლოგიკური მდგომარეობაა”, სადამდეც „ლელომ“ და „ოპოზიციურმა რადიკალურმა პარტიებმა“ საკუთარი თავი მიიყვანეს.

„ვიდრე ბოლნისის მერობის კანდიდატი დატოვებდა „ლელოს", მანამდე მთელი „ლიდერშიპი", თუ შეიძლება „ლიდერშიპი" ჰყავდეს „ლელოს", არ ვიცი, მთელი ხელმძღვანელობა გავიდა პარტიიდან. საბა ბუაძეც სუს-ს გაუყვანია „ლელოდან" და კიდევ არაერთი სხვა ლიდერი იყო. რა თქმა უნდა, ხედავენ, რომ პარტია ეშლებათ, ვიღაცას უნდა გადააბრალონ და ამ შემთხვევაში აირჩიეს სუს-ი. ყველა ხედავს, რომ პარტია ეშლებათ, ხელმძღვანელი თანამდებობის პირებიც ტოვებენ პარტიას, იქ რეგიონული კანდიდატები ტოვებენ. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური მდგომარეობა, სადამდეც ამ პარტიამ და ზოგადად, ოპოზიციურმა რადიკალურმა პარტიებმა მიიყვანეს საკუთარი თავი", - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი